ცესკოს ოპოზიციონერი წევრი – სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე

ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე, – ამის შესახებ ს ოპოზიციონერმა წევრმა, ანა მ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს განუმარტეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები არ იყვნენ ჩართული ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა ს მომზადებას და შემდეგ შეჯამებას.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დაინტერესებულია ყველა დეტალით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდეგ მიმდინარეობდა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ადმინისტრაციაში ჩვენი როგორც ოპოზიციური პარტიის წევრების მუშაობასთან დაკავშირებით. ვუთხარით, რომ არ ვიყავით ჩართული არცერთ ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნების მომზადებას და შემდეგ შეჯამებას.
სალომე ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ ჩვენი როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ჩვენგან ხდებოდა ინფორმაციის გამოტანა, თუ რას გეგმავდა ადმინისტრაცია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხეები საარჩევნო პროცესში. ვაპირებთ, რომ მასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვადასხვა ფორმატებში, შემდეგი ფორმატიც სამომავლო უკვე დაგეგმილი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში დარჩა, მასთან ჩვენი თანამშრომლობა არის ამ მომენტში ძალიან გადამწყვეტი.
ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვმუშაობდით ადმინისტრაციაში და როგორ არ გვეძლეოდა საშუალება გვქონოდა წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე, რასაც როგორც წერილობით, ასევე ბრიფინგებით საშუალებით ვითხოვდით ხოლმე. როგორ არ მოგვეცა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებლობა, რომ გვცოდნოდა მაგალითად, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ სიებს ტვირთავდა სხვადასხვა უბანზე, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამომრჩევლებს პირადობებს ართმევდნენ და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციას რეაგირებას ვთხოვდით, როგორ არ მოხდა ეს რეაგირებები და შემდეგ როგორ მივედით ამ პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელიც ადმინისტრაციის ასეთმა მუშაობამ გამოიწვია“, – განაცხადა ანა კობახიძემ.
ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.