ცესკო მანიპულაციას უწოდებს ამომრჩეველთა სიაში შეუსაბამობაზე ISFED-ის განცხადებას

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი “ გენდერული აქტივობის საკითხით ამომრჩეველზე მანიპულირებს. აცხადებს, რომ მონაცემებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ოფიციალური სახით გაუგზავნეს, „ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი“ იყო.
„სამართლიანი არჩევნების“ მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს „მნიშვნელოვან შეუსაბამობად“ მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია“, – აცხადებენ ცესკოში.
დღეს, 13 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს საჯაროდ მოსთხოვა განმარტება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ორგანიზაციაში თქვეს, რომ მათ კვლავ არ მიუღიათ საარჩევნო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სპეციალური სიების შესახებ.
უფრო ადრე, 7 ნოემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ საარჩევნო დღის სტატისტიკა აჩენდა გარკვეული მანიპულაციების შესახებ ეჭვებს. ამ დღეს ორგანიზაციამ გაასაჯაროვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.
ამავე დღეს ცესკომ თქვა, რომ ISFED-ის მხრიდან ამგვარი განცხადება ან „საარჩევნო ცოდნის ნაკლებობის“ ბრალი იყო, ან „საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად მიზანმიმართულ ქმედებას“ წარმოადგენდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციური ლიდერები, გამოძიება აპირებს პრეზიდენტ ს გამოკითხვასაც.