ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღს ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , რომელიც ბაქოში, კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე იმყოფება, მედიასთან საუბარში ასახელებს საქართველოში საპრეზიდენტო ს გამართვის დროს – კობახიძის თქმით ახალ პრეზიდენტს ქვეყანა სავარაუდოდ იანვარში აირჩევს.
„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება.

აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნებში, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას” – თქვა პრემიერმა ოპოზიციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მ თქვა, რომ ოპოზიცია “ჭიქაში ქარიშხლის ატეხით არის დაკავებული” და თვითგანადგურების რეჟიმზე იმყოფება. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა, არ ცნოს მ მათი წევრების, როგორც პარლამენტის არჩეული წევრების უფლებამოსილება, სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და ამგვარი ინიციატივები ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს ვერ დააზიანებს.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, 2018 წელს “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო – ის არის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს არჩევნების გზით.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს უკვე 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.