გურამ მაჭარაშვილი – შეგვიძლია ოპოზიციას პარლამენტში ადგილი გამოვუყოთ – შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, ითამაშონ, ახალი წელი მოდის და შეიძლება ნაძვის ხეც მივუტანოთ

შეგვიძლია ოპოზიციას პარლამენტში ადგილი გამოვუყოთ – შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, ითამაშონ, ახალი წელი მოდის და შეიძლება ნაძვის ხეც მივუტანოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიცია კომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.
„ოპოზიციას, მათ ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ დავუჯეროთ, დღეს ა პრემიერ მინისტრი, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობაშია. ველოდები, რომ ცოტა ხანში პირველ სხდომასაც გამართავენ, ოღონდ თავმჯდომარეზე შეიძლება გაუჭირდეთ შეთანხმება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ არჩეულ დეპუტატებს შორის პარლამენტში შესვლის საკითხზე ერთგვაროვანი აზრი არ არის.
ის ოპოზიციას მიმართავს, რომ თუ პარლამენტის წევრობა არ სურთ, მათ პარლამენტში შემოსვლას არავინ დააძალებს, ოღონდ უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტს მხოლოდ მას შემდეგ მიმართონ, რაც მათი სადეპუტატო სტატუსი იქნება ცნობილი.
„პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მაინტერესებს, რატომ ვერ ითმენენ პირველ სხდომამდე? – უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებით პირველ სხდომაზე მობრძანდნენ და მას შემდეგ, რაც მათ სადეპუტატო სტატუსს ვცნობთ, ეს განცხადებები დატოვონ პარლამენტის კანცელარიაში. ამას რატომ არ აკეთებენ?! – არ აკეთებენ იმიტომ, რომ განცხადებას ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაწერს. სწორედ ამიტომ რაღაც მოჩვენებით სპექტაკლებს დგამენ. კარგად ვხედავთ, მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა’, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის ს გაყალბების თაობაზე არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და ყველაფერი მხოლოდ ოპოზიციის აღქმების დონეზეა.
„დასრულდა აღქმების სამყარო და დადგა რეალობის სამყარო – ამას შეეგუონ!” – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა