საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ჩეხეთთან გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი ხვიჩა კვარაცხელია არ ჩანს, თუმცა მიზეზი გაირკვა.
ხვიჩა საღამოს შეუერთდა “ჯვაროსნებს” და დღეიდან ვარჯიშს შეუდგება. “ხვიჩაც შემოგვიერთდა და ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა”, – წერია ნაკრების “ფეისბუქის” გვერდზე.