ანა დოლიძე – ის ხალხი, ვინც რუსების გულისთვის ცემს ჩვენ შვილებს, რუსეთის საოკუპაციო ჯარი იქნება ყოველთვის

ვინც ჩვენ ხალხს, ვინც ჩვენ შვილებს სცემს, არის ს საოკუპაციო ჯარი. ზუსტად ასე უნდა დაერქვას მაგათ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა. მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც გუშინ ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტი განმარტა და აღნიშნა, რომ იქ მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმები, პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებს სცემენ.
„წამოვედი გუშინ აქციიდან, ბავშვი მყავდა მიყვანილი აქციაზე, ძალიან კარგად მიდიოდა აქცია, ჩამოსული იყვნენ ევროპარლამენტარები, გაგვამხნევეს, მაღალ განწყობაზე მოვდივარ და შარშან ლეონიძის ქუჩაზე ბიჭი რომ სცემეს, ეგ მოხდა გუშინ ზუსტად. ჩვენი მშვიდობიანი აქციების პარალელურად, პარლამენტში, კანცელარიასთან ამათ მობილიზებული ჰყავთ ავტობუსებით სპეცდანიშნულების რაზმი, რომლის დანიშნულება არის სცემონ მშვიდობიან ხალხს. სპეცდანიშნულების რაზმის გულისთვის გადაკეტილი აქვთ მთელი თავისუფლების მოედანი, არც ქვეითებს უშვებენ, არც მანქანებს, ანგარიშსაც არ გაბარებენ, რამდენ ხანში გაიხსნება გზა. ჩვენ მოვდივართ აქციიდან, ჩვენ კიდევ აქ წყნარად უნდა ვიდგეთ თურმე და ამათ მოძრაობა ჰქონდეთ გადაკეტილი. ამიტომ მე მაგ ხალხს, იმას, ვინც ჩვენ შვილებს, მშვიდობიან აქციაზე გამოსულ შვილებს სცემს, ყოველთვის დავუძახებ რუსეთის საოკუპაციო ჯარს. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეგრე კი არ გაგვიზრდია ჩვენი შვილები. ნიჩბებით და ტანკებით რომ შემოვიდნენ, ეგ ხალხი იყო, მაგის გაგრძელებაა. სერგო ორჯონიკიძე თუ რუსი იქნება გვარით რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის რუსული საქმე. იმ ხალხს, რომელიც წესრიგს იცავს, მაგათ უფლებებს ვიცავ მე, 1500 ლარი რომ აქვთ ხელფასები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ჩვენ ხალხს, ვინც ჩვენ შვილებს სცემს, არის რუსეთის საოკუპაციო ჯარი. ზუსტად ასე უნდა დაერქვას მაგათ. – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის განცხადებას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.