“ნაპოლის” ყოფილმა შემტევმა ანდრეა რუსოტომ Calcio Time-თან “პარტენოპეისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
რუსოტოს თქმით, დარწმუნებულია, რომ “კვარა” მიმდინარე სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იქნება, თუმცა თვლის, რომ ქართველი კონტეს სათამაშო სისტემას ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოერგო.
“ხვიჩამ “ნაპოლიში” შესანიშნავი სეზონები ჩაატარა, რისი გამეორებაც მარტივი არ იქნება, არ ვამბობ, რომ შეუძლებელია, რადგან მას საკმარისი ხარისხი გააჩნია, თუმცა პირველი წლის “კვარა” გასაოცარი იყო და ასეთი სეზონის შემოთავაზება ურთულესია.
ვიცოდით, რომ კონტეს ხელში თავდაპირველად გაუჭირდებოდა, ვთვლი, რომ ჯერჯერობით ახალი მწვრთნელის ტაქტიკას სრულად
ვერ მოერგო, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, “ნაპოლი” კი სკუდეტოს მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებს”, – განაცხადა რუსოტომ.
შეგახსენებთ, იტალიის ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი “პარტენოპეის” ღირსებას 2008/2009 წლებში იცავდა.