ზაგრების “დინამოს” შემტევმა მარტინ ბატურინამ მადრიდის “რეალში” გადასვლაზე უარი თქვა, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” 21 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი ხელშეკრულებასა და პირველი 2 წლით სხვა ესპანურ კლუბში იჯარით გადასვლას სთავაზობდა.
ბერგერის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბატურინას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპულ გრანდში გადასვლა და მაშინვე ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს.
მარტინი კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტად ბუნდესლიგაში გადაბარგებას მიიჩნევს.
ბატურინას დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედი”, მადრიდის “ატლეტიკო და “ბარსელონა” ინტერესდებიან. შემტევმა მიმდინარე სეზონში ზაგრების “დინამოს” მაისურით
ყველა ტურნირზე ჯამში 11 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.