“ტვინების გამორეცხვის” მცდელობა – რას აკეთებენ კრემლის პროპაგანდისტები აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი
ს ხელისუფლებამ საკუთარი არაპოპულარული იდეების გასატარებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში კრემლის პროპაგანდისტები ჩართო.
მარტივი მისახვედრი იყო, რომ ს მიწვევით, მედიაჯგუფ “Russia Today”-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის აფხაზეთში ვიზიტი და ახალგაზრდებთან შეხვედრის მთავარი მიზანი, ახალგაზრდების თვალში საერთაშორისო არასამთავრობოების დისკრედიტაცია იყო.
აფხაზმა სტუდენტებმა მარგარიტა სიმონიანის ლექცია სოხუმში აფხაზეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან კვირას, 3 დეკემბერს მოისმინეს. სიმონიანმა მოყვა, რომ წელიწადში ორჯერ სტუმრობს აფხაზეთს, ს, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა მისი ბებია. ბევრი აქო ამჯერადაც აფხაზეთის ბუნება და ხალხი.
თუმცა, საუბარი, ძირითადად, შეეხო რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთოებს, ინვესტიციებს, პატრიოტიზმსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
სიმონიანმა 2001 წლის მოვლენები [კოდორის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა რუსლან გელაევის დანაყოფებსა და აფხაზეთის სამხედროებს შორის] გაიხსენა. მან მაგალითად მოიტანა ეს, როგორც რუსეთსა და აფხაზეთს შორის მჭიდრო კავშირი – “ჩეჩენი ითხოვდნენ აფხაზეთისგან, რომ ისინი რუსეთში, სოჭში გაეტარებინათ. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი მადლიერი იქნება, რომ ტერორისტები არ გადმოუშვით ჩვენთან”, – უთხრა სტუდენტებს სიმონიანმა.
მისივე თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ რაღაც სახელმწიფოები, უზარმაზარი თანხების ხარჯვის მიუხედავად, დაანგრევენ აფხაზეთისა და ს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს. აი, აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში კი, ამბობს, რომ რეალურ საფრთხეს ხედავს.
“ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც USAID-ია, შეუძლია გავლენა იქონიონ აფხაზეთის განვითარებასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. “საკუთარი პოლიტიკისა და ღირებულებების თავს მოხვევას ცდილობენ და პარალიზებას უკეთებენ ქვეყანას ამ ერის კულტურული კოდის შეცვლით, საბოლოო ჯამში კი, დამოუკიდებლობას ართმევენ ქვეყანას, თქვენს ხელმძღვანელობას ვუსურვებ სიბრძნეს, გაბედულობას და ძალას, რომ უკომპრომისოდ ებრძოლოს მათ. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. რა ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ ისინი თქვენთან, სიკეთეს ვერ მოგიტანენ, აი, ბოროტებას კი – ბევრს. ღმერთმა არ ქნას და ყველაფერი დასრულდება სისხლისღვრით, როგორც სრულდება ხოლმე მათი ჩარევა “, – თქვა სიმონიანმა აფხაზ სტუდენტებთან საუბარში.
აფხაზეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიმონიანის შეხვედრის ინიციატორი საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა იყო.
“რამდენადაც მარგარიტა რუსეთში მაღალი რანგის პერსონებთან ურთიერთობს და გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ახდენს, საჯარო ადამიანია, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ შეზღუდვების გარეშე დაესვათ მისთვის ნებისმიერი კითხვა”,- უთხრა არძინბამ სააგენტო სპუტნიკს, რომელსაც სიმონიანი ხელმძღვანელობს.
სტუდენტების დიდი ნაწილი არ იზიარებს მინისტრის აზრს, თუმცა, საჯაროდ ამაზე საუბარს უფრთხიან. ისევე როგორც ეშინიათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა.
“კიდევ ერთი წელი უნდა ვისწავლო და გამოცდები ვაბარო. თუ ახლა იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, შეიძლება გამომაგდონ უნივერსიტეტიდან, როგორც რუსეთში ხდება ხოლმე, საიდანაც ეს ქალბატონი ჩამოვიდა. თუმცა, საიინტერესო იყო იმის ყურება, აბორიგენებად რომ მიგვიჩნევს. ძალიან უსიამოვნოა, როდესაც სულელად გთვლიან”,- გვეუნება პირად საუბარში უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.
თუმცა, სტუდენტებს არსებობს ალტერნატიული აზრიც: “რა კარგია, რომ პროფესიონალები ჩამოდიან, ვის უკანაც მთელი საინფორმაციო მანქანა დგას. მეც მინდა ასეთი გავლენა მქონდეს ადამიანებზე. ხომ ხედავთ, როგორ ბრწყინვალედ გვაჭერს ყველაზე მტკივნეულ ადგილებზე. ეს პროფესიონალიზმიც არაა, ეს ნიჭია. ვიცი, რომ ბევრი არ იზიარებს ასეთ აზრს რუსულ პროპაგანდაზე, და არ მინდა ვინმე გავაღიზიანო”,- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი ანონიმურად.
საჯაროდ და მკაფიოდ ნეგატიური აზრი გამოხატა ასეთ შეხვედრების შესახებ აფხაზეთის ომის მონაწილემ ასლან კობახიამ.
“მარგარიტა სიმონიანი რუსეთის დიდი პატრიოტია, თუმცა უნდა გავაგებინოთ, რომ მხოლოდ აფხაზი ხალხისა და ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვისი ადგლია აქ. რუსეთში ჯაშუშები და მოღალატეები საკმარისსად არიან და წესით, საქმე იქ მეტი უნდა ჰქონდეთ ამ მხრივ. აფხაზები დიდი ხანია აღარ არიან იმ ასაკში, რომ ხელით სატარებელი იყვნენ. ბოდიში თუ უხეშად გამომდის, მაგრამ საშინლად არ მომწონს, როდესაც მიგივთითებენ იმაზე, რაზეც არაა საჭირო. თავად გავერკვევით. ჩვენმა მეზობლებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზები არასოდეს დაუშვებენ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთში საფრთხე მომდინარეობდეს. ჯაშუშებზე ნადირობა კი არაა კარგი საქმე! – დაწერა ასლან კობახიამ ფეისბუკზე.
მარგარიტა სიმონიანის ყველა გამოჩენას საინფორმაციო სივრცეში დიდწილად ნეგატიური კომენტარები ახლავს, თუმცა რუსეთის ჟურნალისტიკის “დიდი მეგობარი” ინალ არძინბა ხელს უწყობს მსგავს პროექტებს და პირდება საზოგადოებას, რომ რუს ჟურნალისტებთან უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრების ციკლს გააგრძელებს. შესაძლოა, შემდეგ სტუმრად ვლადიმირ სოლოვიოვი, არძინბასთან მეგობრულ ურთიერთოებებში მყოფი პროპაგანდისტი ვიხილოთ.
სტუდენტები და ახალგაზრდები აფხაზეთში ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა, მათ შორის, ორმხრივ საერთაშორისო პროექტებში. შესაბამისად, სიმონიანი ყველანაირად შეეცადა შეეშინებინა ისინი “დასავლეთის დამღუპველი გავლენით”. ამავე დროს, აფხაზი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა ხშირად ერთადერთი ფანჯარაა დიდ სამყაროში, რადგან რუსეთის გარდა მათ სხვაგან გასვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ აქვთ. მეტიც, რუსეთის ქალაქებში საკუთარი ხარჯებით მოგზაურობის ფინანსების ქონაც ხშირად ფუფუნებაა. რუსული ორგანიზაციები კი, მაგალითად როსსოტრუდნიჩესტვო ან КСОРС აფხაზ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ან სხვა სასარგებლო პროექტებს ძალიან შეზღუდულად სთავაზობენ.
აფხაზეთის სისხლიან მომავალსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების აფხაზეთის იდენტობაზე დამღუპველ გავლენებზე საუბარს ახალგაზრდობა უფრო სიცილით აღიქვამს. ეს ნიშნავს, რომ ამ “ლექციებს” უკუეფექტი ექნება, ვინაიდან დღეს აფხაზი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკმაოდ კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევა და კრემლის პროპაგანდისტების ჭკუის სწავლებებს, ტვინების გამორეცხავად აღიქვამს.
რატომაა დაინტერესებული კრემლის პროპაგანდისტებთან თანამშრომლობით აფხაზეთის ხელისუფლება? ყველაფერი მარტივადაა. აფხაზეთში ობიექტური მედია, როგორც წესი, მხარს უჭერს აქ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას და თავისუფალია პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის გავლენებისგან. ახალგაზრდებისთვის ტვინების გამორეცხვის მიზანი კი ისაა, რომ მოიშორონ საზოგადოებაში არსებული ყველანაირი განსხვავებული აზრი და გააგრძელონ არაპოპულარული იდეების განხორციელება, რომელიც მხოლოდ მათთან ახლო კავშირში მყოფ ოლიგარქებს აძლევს ხელს.
ამისთვის კი, როგორც ჩანს, აფხაზეთის ხელისუფლება მზადაა, ყველაზე მძიმე არტილერია – კრემლის პროპაგანდის მანქანაა ჩართოს ბრძოლაში. თუ უფროს თაობაზე რუსული ტელევიზიების ეკრანებიდან ახდენენ გავლენას. ახალგაზრდებთან საქმე უფრო რთულადაა. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ უშუალო შეხვედრებს დიდი ზეგავლენა ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის