აშშ-მ და უკრაინამ გააფორმეს შეთანხმება შეიარაღების საერთო წარმოებაზე

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება ქვეყნების თავდაცვითი და საწარმო მონაცემების გაცვლასა და შეიარაღების საერთო წარმოებაზე.
ამ ყველაფრის მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების [ЗСУ] ოპერატიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხოლო საერთო წარმოება უნდა შეეხოს საჰაერო თავდაცვის, სარემონტო-ტექნიკური უზრუნველყოფის და ტყვია-წამლის სფეროებს.
შეთანხმების გაფორმებასთან ერთად, ვაშინგტონში, აშშ-ის მთავრობამ ჩაატარა ამერიკულ-უკრიანული კონფერენცია თავდაცვისა და წარმოების საკითხებში. ღონისძიებას დაესწრო 350 ადამიანი აშშ-ის, უკრაინის და ევროპის მთავრობის თუ ბიზნესის წარმომადგენელი.
თეთრი სახლის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია, ფოკუსირება მოხდეს უკრაინის მხარდასაჭერი იარაღის წარმოების მნიშვნელოვან ზრდაზე, რითიც კიევმა უნდა უზრუნველყოს ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ხანგრძლივი თავდაცვისუნარიანობა და ეკონომიკური წარმატება.
შეთანხმება გაფორმდა იმ ფონზე, რომ აშშ-ის სენატმა კვლავ ვერ მიიღო კანონპროექტი უკრაინის დახმარებაზე.
· აშშ-ის სენატი კვლავ ვერ შეთანხმდა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება