ანა წითლიძე – პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს – მისვლას არ ვაპირებ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ანა წითლიძე ს შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ FACEBOOK-ზე ანა წითლიძე წერს.
როგორც ანა წითლიძე აცხადებს, პროკურატურა თავად იყო ჩართული ს გაყალბების პროცესში, ამიტომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
„სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო.
პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში – ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ“, – წერს ანა წითლიძე.