შინაგან საქმეთა მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული ს რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
-ის ცნობით, მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს