ტრამპმა კანონმდებელი ელის სტეფანიკი დაასახელა გაეროში ელჩის პოსტზე

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი კანონმდებელი, ელის სტეფანიკი დაასახელა გაეროში ელჩის პოსტზე.
მედიაში 11 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ სტეფანიკი – რომელიც ნიუ-იორკიდანაა წარმომადგენელთა პალატაში – ამ პოზიციაზე მუშაობისას -ის ინტერესებისთვის იბრძოლებს.
ელის სტეფანიკი 40 წლისაა, ის ტრამპის მხარდამჭერია. სტეფანიკს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ს პრეზიდენტობის პირველი ვადა გამოირჩეოდა გაეროსთვის დაფინანსების შეკვეცით და ორგანიზაციაზე სიტყვიერი თავდასხმებით. 2024 წლის საპრეზიდენტო სთვის კამპანიის წარმოებისას ტრამპს ბევრი დეტალი არ დაუკონკრეტებია თავის საგარეო პოლიტიკურ გეგმებზე, მათ შორის გაეროსთან მიმართებით – თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპი მეორე ვადის პერიოდშიც გააგრძელებს გაეროს და მისი მთავარი სააგენტოების, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შემცირებას.
თუ ოფიციალურად წარადგენენ, სტეფანიკს თანამდებობაზე დამტკიცებისთვის სენატის მხარდაჭერა დასჭირდება – რაც მოსალოდნელია, რადგან სენატს ახლა რესპუბლიკელები აკონტროლებენ.