ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ

ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ
საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს, ოპოზიციის მხარეს კი, პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ეს არის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ.
„4 წლის წინ ოპოზიციას ჰქონდა იგივე მცდელობა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რადგან ჩვენ მაშინ იძულებული გავხდით, გარე ჩარევის გამო, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე, ახლა მათ ამის რესურსიც არ აქვთ, შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება პროცესები.
უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკოს მხრიდან არჩევნების შედეგები, შემდეგ თვის ბოლომდე გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით, თვის ბოლომდეც შეიძლება, მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები.
საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს და მათ მხარეს არის საზოგადოების პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ეს არის. მათ სცადეს ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები