„ქართული ოცნება“ გატყუებთ, როცა ევროკავშირში შესვლის გარანტიას გპირდებათ – ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება, ევროკავშირში გარანტირებულად გაერთიანებაზე, ტყუილია. მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს“.
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, 8 ნოემბერს ევროპულ საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გადადების შესახებ – „რა სიგნალს აძლევს ეს საქართველოს მთავრობას?“
„აქ სულ მცირე 8 პარლამენტია, და ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ 19 პარლამენტს, რომლებმაც დეკლარაცია მოაწერეს ხელი, სადაც ყველაფერი გამოიხატა, რასაც მიხაილ როთი ამბობდა… მაგრამ საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს და გახსოვდეთ, ეს არის მთავრობათაშორისი კონფერენცია, ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად.
ამიტომ, როცა „ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ მიიღებს ევროკავშირში შესვლის გარანტიას, უბრალოდ გატყუებენ“, – თქვა მან და უფრო ადრე კი მან აღნიშნა, რომ საქართველო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო „ევროინტეგრაციის ჩემპიონი“, ახლა კი ამის განსახილველად დრო აღარავის რჩება.
ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას დღეს, 11 ნოემბერს საქართველოში პრეზიდენტი, მასპინძლობს.
მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს.
ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.
26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

ასევე დაგაინტერესებთ