პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა პატივისცემის ნიშნად ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ჰიმნისა და აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლებენ, სადაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მორიგ შეხვედრას ოპოზიციასთან გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!