საქართველოს ნაკრებს გოგლიჩიძე გამოაკლდა – უამინდობა ჩეხეთში “ჯვაროსნების” მასპინძელ ქალაქში…

საქართველოს ნაკრებს ნოემბერში “ერთა ლიგაზე” გადამწყვეტი მატჩები ელის. დასკვნით ტურს ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. სთან პოლონეთში მოედნის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, ქართველ გულშემატკივრებს ეს საკითხი განსაკუთრებით აღელვებთ. საინტერესოა, რომ “ანდრუვ სტადიონზე” შაბათს უამინდობის გამო შეხვედრა ვერ ჩატარდა.
ადგილობრივ “სიგმას” “სლოვაცკოსთვის” უნდა ემასპინძლა, ძლიერი ნისლის გამო, მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდა. ოლომოუცის კლუბის ოფიციალური გვერდი წერს: “ამინდი ისევ “ალაპარაკდა”. უამინდობის გამო თამაში შეუძლებელი იყო და მსაჯის გადაწყვეტილებას დავთანხმდით.” აღსანიშნავია, რომ დაბალი ტემპერატურაც ფიქსირდება.
სამწუხაროდ, ვილი სანიოლის გუნდში იძულებითი ცვლილებაა, “ემპოლის” ტრავმირებული
მცველი საბა გოგლიჩიძე თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ გადაწყდა, რომ ის განაცხადში ვერ იქნება. “ჯვაროსნებს” თბილისის “დინამოელი” ალექსანდრე კალანდაძე დაემატა. მთავარ მწვრთნელს ნათქვამი ჰქონდა, გოგლიჩიძეს ერთ შეხვედრაში მაინც დაეყრდნობოდა; დისკვალიფიცირებულია ლაშა დვალი. სხვა ცენტრალურ მცველებს შეგახსენებთ – კვირკველია, კაშია, გველესიანი და ლოჩოშვილი, რომელსაც ბოლოს ფლანგზე ვხედავთ.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში ვუმასპინძლებთ, ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შედგება.
განა რა ჯდება ამისთანა უსაშველო ერთი სრულიად გადახურული სტადიონის ქონა საქართველოში?! დინამო ხომ შეიძლება იხურებოდეს უამინდობისას გამოიწიოს სახურავმა ბოლოსდაბოლოს თუ სულ არ აშენდება გადახურული.