პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერებით: „სანქციები ივანიშვილს“, „საქართველო არის ევროპა“. აქციას ასევე ორგანიზაცია „დაიტოვეს” წევრებიც შეუერთდებიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ორბელიანების სასახლესთან აქციის მიზანია, რომ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს დაანახონ, რომ მოსახლეობა 26-ს ოქტომბერს ჩატარებული ს შედეგებს არ აღიარებს.
„ვაპროტესტებთ წართმეულ არჩევნებს, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს მოიგო. დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფ პარტნიორებს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდები ს მოპარვას არ დავუშვებთ. გვინდა, რომ არჩევნები დავიბრუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ყველა გარეთ გამოვიდეს, არ არის ნიჰილიზმის დრო!”- განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელმა, სალომე მელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.