გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ

შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ.
„შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, – წერს აქტივისტი პლატფორმა აქტივისტი პლატფორმა X-ზე.
როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა