ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა, იოჰან ჰომესმა გახსნეს.
„სამართალდამცავი ორგანოებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებსა და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ლატვიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელმა და ევროკავშირის ექსპერტმა, ეკატერინა მაცუკამ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოსაზრებები გაცვალეს.
ევროკავშირის პროექტი სხვა საკითხებთან ერთად, სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო პროგრამებისა და საინფორმაციო მასალების შემუშავება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გამოცდილების გაზიარების მექანიზმის შექმნის მხარდაჭერის მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს