გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო – ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლებამ უიმედო სიტუაცია შექმნა

ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლებამ უიმედო სიტუაცია შექმნა, – ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ავრცელებს.
„ძლიერმა დაბომბვამ და სამხედრო მოქმედებების განახლებამ ღაზაში უიმედო სიტუაცია შექმნა. ღაზაში დახმარების მიწოდებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს თავშესაფრები გადატვირთულია. აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო დახმარება საკმარისი არ არის“, – წერს გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს, ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მოქმედების ვადა ამოიწურა, ისრაელმა შეტევები განაახლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო