როთი კობახიძეს: არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე, ჩვენ საქართველოში დემოკრატია გვაწუხებს

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი ს X-ზე გამოქვეყნებული სტატუსით ეხმიანება, სადაც ის კობახიძეს მიმართავს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე არ ინერვიულოს.
“არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე. მაგრამ ჩვენ ძალიან გვაწუხებს საქართველოში თავისუფლება და დემოკრატია. რატომ? შევხვდეთ და ვისაუბროთ!
მინდა დაგპატიჟოთ თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში. ორშაბათს თავისუფალი იქნებით?”, – წერს როთი.
**
8 ნოემბერს, მ ჟურნალისტის კითხვას 3 ევროპელი ლიდერის, მათ შორის გერმანიის კანცლერის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა და თქვა, რომ “ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია” და “გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის”.
“ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე , მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს განცხადებებს”, – თქვა კობახიძემ.