ანა დოლიძე – ყველას უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია

მუდმივად უნდა დავანახოთ მთავრობას და ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველა, ვინც არჩევნების შედეგით გაბრაზებულია, აქციას უნდა შეუერთდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც გაბრაზებულია არჩევნების შედეგით, შემოგვიერთდეს. ეს არის სპეციალურად შაბათ დღეს. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ის ხალხი, ვინც პროევროპული არჩევანი გააკეთა და იცავს ამ არჩევანს, ბევრი ვართ. პროტესტი, ბუნებრივია, განგრძობადია და ჩვენ მუდმივად უნდა დავანახოთ მთავრობას და ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ეს არის დაშინების მცდელობა – ხელისუფლებას სჭირდება, რომ ხალხი პრობლემებზე არ ლაპარაკობდეს, დაშინების კარგი შესაძლებლობა კი არის, რომ დასაჯო ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, რათა სხვები გაჩუმდნენ

Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია