The Guardian-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ამჟამად თურქულ “ფენერბაჰჩეს” ავარჯიშებს, შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს.
61 წლის სპეციალისტის სამსახურთ “ნიუკასლი” ინტერესდება და თუ “კაჭკაჭები” ახლანდელ დამრიგებელ ედი ჰაუს გაუშვებენ, “განსაკუთრებულიც” მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი იქნება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნისლიან ალბიონზე დაბრუნების წინააღმდეგი არც პორტუგალიელია და მას “ნიუკასლის” მფლობელთან ძალიან კარგი ურთიერთობაც აქვს.