გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპზე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველი ადგილი დაიკავეს

კიდევ ერთი ოქროს მედალი ჩვენი ქვეყნის ფიგურული ციგურაობის ისტორიაში – გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპზე იაპონიაში, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წარმოუდგენელი კონკურენციის პირობებში, იაპონიაში, სადაც ფავორიტად ითვლებოდა მასპინძელი ქვეყნის სპორტული წყვილი, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონები, რიკუ მიური და რიუჩი კიხარა, სერიოზული უპირატესობით და შეუდარებლად შესრულებული თავისუფალი პროგრამით, 213,05 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს, რაც სეზონის საუკეთესო პერსონალური შედეგია წყვილისთვის.
იაპონიაში მოპოვებული პირველი ადგილით და 15 ქულით, ორი ეტაპის ჯამური 24 სარეიტინგო ქულით ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა სერიოზულ შანსებს ინარჩუნებენ გრან-პრის ეტაპის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად, რომელიც დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთში გაიმართება.