Playboy-ს მოდელმა ანტონელა აველანდამ განაცხადა, რომ როდესაც 18 წლის იყო და მის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ მისი შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა.
“დიეგო მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ჩემი ვარსკვლავი, ჩემი კერპი. ძალიან პატარა ასაკში გავიცანი. მას ჩემი ფოტოები ექსკლუზიურად მივყიდე.
მართლა მაგარი იყო. მან შეძლო ჩემში ისეთი ვარსკვლავი და სილამაზე დაენახა, რომელიც მე არ ვიცოდი. მან მითხრა, რომ ყველაზე დიდებული ქალი ვიყავი, რომელსაც იცნობდა და ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო.
აღებული ფულით დავეხმარე ოჯახს, შევქმენი საკუთარი
ბიზნესი, გადავიხადე სწავლის ფული და ვიყიდე ავტომობილი Corsa, რომელიც ჩემი პირველი მანქანა იყო”, – იხსენებს აველანდა Splash-ის კომენტარში.