მადრიდის “რეალმა” შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვინისიუს ჟუნიორი გაასხვისოს, ამის შესახებ ინფორმაციას Cadena Ser-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი “ბლანკოსის” ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპეა. შემტევს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში აღარ სურს და გუნდის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ვინისიუსის პოზიციაზე თამაში მოსთხოვა.
შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალს” მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
შეგახსენებთ, ვინისიუსის შეძენით არაბული კლუბები ინტერესდებიან და ბრაზილიელს ზღაპრულ პირობებს სთავაზობენ.