2023 წელს კინოინდუსტრიის ხელშეწყობისთვის ₾2.1 მლნ დაიხარჯა – როგორია პროგრამის შედეგები?

კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 11 ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც გასაწევი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა 20 მლნ ლარს აღემატება. ამის შესახებ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პროექტების ფარგლებში შეიქმნება 3 570 დროებითი სამუშაო ადგილი, ხოლო სააგენტოს მიერ გაცემულმა თანხამ 2 111 474 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კინოინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა ამოქმედდა 2016 წლიდან და მისი მიზანია ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, უცხოური კინოწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნების პროგრამით.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2016-2020 წლებში ჯამურად მეტი ხელშეკრულება გაფორმდა, ვიდრე 2021-2023 წლებში. უფრო დეტალურად, წლების მიხედვით შედეგები ასეთია: