„წითელი ჯვარი“ ღაზის სექტორში კატასტროფული მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა გერმანიის რადიოსთან, „Deutschlandfunk-თან” საუბარში „კატასტროფული“ უწოდა იქ არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, უდიდეს შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო მსხვერპლის სამედიცინო მომსახურების მდგომარეობა. სპოლიარიჩ ეგერის თანახმად, მძიმედ დაჭრილ ადამიანებს ვერ უწევენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანლმა დაიჩივლა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის სულ უფრო ძნელია, ღაზის სექტორში სამუშაოს გასწვდნენ. თუმცა მან დასძინა, რომ „წითელი ჯვარი“ ადგილზე რჩება.
-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული “ჰამასის” ს ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, 7 ოქტომბრიდან, როცა 1200 პირი დაიღუპა და 240 გაიტაცეს, ისრაელის არმია ღაზის სექტორს ბომბავს. ამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს მიაღწია. რეგიონში საომარი მოქმედების გამო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, დაეხმარონ სამოქალაქო მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება – სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს