“ბარსელონას” ახალი ერა ჰანსი ფლიკს არ დაუწყია” – ტიერი ანრიმ “ბლაუგრანაზე” ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ CBS Sport-თან ინტერვიუში “ბარსელონას” შესახებ ისაუბრა.
ფრანგის თქმით, “ბლაუგრანას” წარმატებას საფუძველი არა ჰანსი ფლიკმა, არამედ ხავი ერნანდესმა ჩაუყარა.
“არ ვფიქრობ, რომ “ბარსას” წარმატებული პერიოდი ფლიკმა დაიწყო, ჩემი აზრით, ეს ხავიმ გააკეთა. ანუ ფლიკი აგრძელებს იმას, რაც ხავიმ დაიწყო. ახალგაზრდებს, მაგალითად კუბარსის და იამალს შანსი ხავიმ მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები გამოცდილება აქვთ, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა სირთულესთან გამკლავება და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ”, – განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, ხავი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს
2021/2024 წლებში იკავებდა.