ევროპის ქვეყნების ლიდერები, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბუდაპეშტში შეხვედრას მართავენ

ბუდაპეშტში მიმდინარეობს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი.
ორგანიზაცია, რომელიც 2022 წელს ში ს შეჭრის შემდეგ შეიქმნა, აერთიანებს ევროპისა და ასევე სამხრეთ კავკასიის თითქმის ყველა ქვეყანას, რუსეთისა და ბელარუსის გამოკლებით.

უნგრეთის დედაქალაქში ჩავიდნენ როგორც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ასევე იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელებიც, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, . ეს უნგრეთში მისი პირველი ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ.
სამიტი ტარდება -ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ს გამარჯვების შემდეგ დღეს. ევროპელი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა შეიძლება შეცვალოს თავისი ქვეყნის კურსი როგორც უკრაინასთან, ისე მოკავშირეებთან და ნატოსთან მიმართებით.
სამიტის უძღვება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, , რომელიც ტრამპის პოლიტიკურ მოკავშირედ ითვლება და რომელმაც წინა დღით უკვე განაცხადა, რომ ევროპის კავშირს მართებს ახალი სტრატეგიის შემუშავება.
ორბანი ადრე გამოთქვამდა მოწოდებებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კიევში – წინაპირობების გარეშე; მოსკოვშიც და კიევშიც ამას ოფიციალურად მიუღებლად თვლიან, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობა მოითხოვს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას “მანამდე, სანამ საჭიროა”.
ამ მოსაზრებას იცავდა ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტი, . მან განაცხადა, რომ ევროპის ინტერესებშია, არ დაუშვას უკრაინაში რუსეთის გამარჯვება. მაკრონმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, მეტი დამოუკიდებლობა გამოავლინონ თავდაცვის საქმეში და არ დაუთმონ ის აშშ-ს. როგორც მაკრონი, ისევე სხვა ლიდერებიც, ამ გარდამტეხ მომენტში, მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნებს, შეინარჩუნონ ერთიანობა საკვანძო საკითხებში. ამასთან, თითოეული მათგანი გამოთქვამს იმედს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა ტრამპის მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდება და გაძლიერდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, რომელიც ასევე ჩავიდა ბუდაპეშტში, აღნიშნა, რომ პრინციპში, მხარს უჭერს ტრამპის მოწოდებას ნატოს ქვეყნების მიმართ, მშპ-ს მინიმუმ 2% დახარჯონ თავდაცვის საჭიროებებზე. მან აღნიშნა ასევე, რომ მზად არის განიხილოს ტრამპთან ის საფრთხეები, რომელსაც – არა მხოლოდ ევროპას, არამედ აშშ-საც – უქმნის სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის.
სამიტში მონაწილეობას იღებენ ასევე მოლდოვისა და საქართველოს ლიდერებიც. ამასთან, ბუდაპეშტში შეხვედრის წინა დღეს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს “მრავალრიცხოვანი დარღვევები” საპარლამენტო არჩევნებზე. მათ ასევე განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ქვეყანა არ გაატარებს აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. ევროკავშირი უკვე არამდენიმე თვეა, მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბარამიძე: ცხადია, ვიცი, რომ ცესკო მაინც გაატარებს ამ ხალხს რეგისტრაციაში პარლამენტის არჩეულ წევრებად. მაგრამ ეს კიდევ ერთი ძალადობის აქტი იქნება, როგორც კონსტიტუციასა და კანონზე, ისე ადამიანის თავისუფალ ნებაზე

გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს