ელისო კილაძე: დღეს ნახევრად დამწვარი წიგნები გიას სასახლესთან ეწყო-იმ ავკაცობის გასახსენებლად

“2022 წელს წალენჯიხის მერს სახლთან, მანქანა დაუწვეს.
მანქანაში ტერენტი გრანელის წიგნები ეწყო❣️
დღეს ნახევრად დამწვარი წიგნები გიას სასახლესთან ეწყო-იმ ავკაცობის გასახსენებლად.
ასეთი ქართველი მივაბარეთ დღეს მიწას💔” – წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. 

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მშობლიურ მუნიციპალიტეტში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მის ხსოვნას ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად პატივი მიაგეს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.

სამოქალაქო პანაშვიდი მერიის წინ გაიმართა

გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, საკუთარ სახლში, ჯანმრთელობის უეცარი გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი