საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კვლავ ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კვლავ ხმაურია.
სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი დუმბაძის თქმით, საოლქო კომისიასთან იმისათვის მივიდნენ, რომ კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ ს შედეგები.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა საოლქო კომისიებში მიმდინარეობს, არ არის პროცესი, მისი თქმით, ეს არის “ფიქცია, რომელიც ემსახურება ს გაყალბების შელამაზებას”.
“ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვეპროტესტებინა ის მასობრივი გაყალბება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს, რისი შეხსენებაც გვინდოდა აქ მოკალათებული ადამიანებისთვის, რომლებიც დღესაც კი ცდილობენ გაყალბების გადაფარვას. ძლივს შევედით მიუხედავად იმისა, რომ ამის ლეგიტიმური უფლება გვქონდა. არც უბნის თავმჯდომარეს და არც სხვა წარმომდგენელს განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება არ მისცეს. ამაზე ჩვენ პროტესტი და კითხვები გაგვიჩნდა, რაზეც ბესო ლაჩაშვილს ჰქონდა ერთი პასუხი და ეს იყო დაცვის დაძახება და ჩვენი გაძევება საარჩევნო ოლქიდან. ეს არ არის პროცესი, ეს არის ფიქცია, რომელიც ემსახურება ერთ რამეს- არჩევნების გაყალბების შელამაზებას.
სხდომა დასრულებული არ არის, თავმჯდომარე უარს ამბობს ხელის მოწერაზე განსხვავებული აზრის დაფიქსირების გარეშე. განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალებას ისინი თავმჯდომარეს არ აძლევენ”, – განაცხადა გიორგი დუმბაძემ.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები შეკრებილებს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სხდომა მიმდინარეობს, შესვლის საშუალებას არ აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით