ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში 7 ნოემბრის დილას, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა “ირანის საფრთხის” შესახებ ისაუბრეს.
ისრაელის პრემიერი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელმაც ტრამპს მიულოცა და მის ხელახლა არჩევას “ისტორიაში უდიდესი დაბრუნება” უწოდა. “სატელეფონო საუბრისას, 7 ნოემბერს, ისინი “შეთანხმდნენ ერთად მუშაობაზე ისრაელის უშიშროებისთვის” და “განიხილეს “ირანის საფრთხე”, ნათქვამია ნეთანიაჰუს სამსახურის განცხადებაში.
ამის შემდეგ, მალევე, ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰეზბოლას – რომელსაც ირანი უჭერს მხარს – მთავარ ბასტიონზე სამხრეთ ბეირუთის სამხრეთში.
ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი შეერთებული შტატების მიერ, მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ევროკავშირი ტერორისტულად, ხოლო პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან.
AFP-ის ცნობით, ისრაელის არმიამ იერიშების დაწყებამდე ევაკუაციის ბრძანება გასცა და ხალხს მოუწოდა, დაეტოვებინათ ოთხი უბანი, მათ შორის ერთი – საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.
ფორუმი