“ბიძინა მაშინ სპეცნაზს აფინანსებდა; მიშისტი კალაძე ინტერვიებს აძლევდა; მე კიდევ იატაკზე ვეგდე იმედის ეზოში” – 7 ნოემბერზე

ჟურნალისტი, :
7 ნოემბერია დღეს. გროტესკად ქცეული თარიღი. იმედის თანამშრომლების ფარისევლური სტატუსების დღე. ღირსებააყრილები ხავსივით ეჭიდებიან 7 ნოენბერს.
ბიძინა მაშინ სპეცნაზს აფინანსებდა, მიშისტი კალაძე ინტერვიებს აძლევდა; მე კიდევ იატაკზე ვეგდე იმედის ეზოში გულგახეთქილი. ვხარხარებ ამაზე:) ყველა ტელევიზია რომ დაიხურება, ბოლო ახალგაზრდა რომ წავა ამ ქვეყნიდან, ყველა ენჯეო რომ აგენტად გამოცხადდება – უბერებელი ბოტოქსიანი კალაძე, ივლის და გვეტყვის, რომ გადაგვარჩინა. მაგდა ანიკაშვილს უკვე რუსული აქცენტი ექნება და ეკა ანდრეევასავით წაიკითხავს ტექსტს სუფლიორიდან: გირსებით იევროპისკენ. —
და მაინც, არ მტოვებს 1 წამი ოპტიმიზმი იმისა, რომ ამ რუსებს და ფარისევლებს გავყრით აქედან.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება