ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგები შეაჯამეს

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ს შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე შეჯამდა ოცდასამივე უბნის შედეგები, სადაც შენიშვნები გამოთქვა ოპოზიციამ.
ისინი არ ეთანხმებიან საბოლოო შედეგებს. მათი განცხადებით, კენჭისყრის პროცესში დარღვეული იყო ფარულობა და იგი ზეწოლის ფონზე წარიმართა.
„70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს გაფორმდა ტოტალურად გაყალბებული, დაშინების ფონზე ჩატარებული არჩევნები. უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, მაგრამ ფარულობაა მთავარი, რაც იყო ამ არჩევნებზე დარღვეული. კონსტიტუციური უფლებები ჩამოერთვა ამომრჩევლებს, თუმცა ეს არჩევნები მაინც აჩუქეს „ქართულ ოცნებას“ და ხალხს წაართვეს საპარლამენტო არჩევნები.ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია რასაც დღეს ხელი მოაწერა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ,“- განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან“.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ოცდასამივე უბნის შედეგები სრული წესის დაცვით შეჯამდა.
„ ჩვენ სრული წესის დაცვით შევაჯამეთ 23-ივე უბნის შედეგები. ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ განსხვავებული აზრი , რაც ბუნებრივია და ეს დაერთვება ოქმს. ჩვენ გქონდა საჩივრები, როგორც საქალაქო, ასევე, სააპელაციო სასამართლოში. გუშინ გასაჩივრდა საიას საჩივარი ფარულობასთან დაკავშირებით , რაზეც დღეს საუბრობდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრი და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა 70 -ე ს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , სალომე როდონაიამ.