მიხაილ როთი – ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი , სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა

ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი . სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდენსტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის პირად გვერდზე წერს.
როთი ეხმაურება 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ საერთო განცხადებას, რომლის ხელმომწერებიც, როთთან ერთად, კიდევ 39 ევროპელი პარლამენტარია – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტარები.
“მთელი ევროპიდან მაღალი თანამდებობების მქონე პარლამენტარები ურყევად დგანან ქართველების მხარეს, რომლებიც თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. სხვა მიმართულებით არ ვიყურებით და შედეგებს არ ველოდებით.
ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა!” , – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”