ანა ნაცვლიშვილი – ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული

ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული და ეს პრობლემაა როგორც ინდივიდებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის,- ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა, სადაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც მან აღნიშნა, ქალთა ფინანსურ რესურსებზე გაუმჯობესების მიზნით, იქმნება სამუშაო ფორმატი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„ეს არის შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სამუშაო ფორმატი, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, რადგან ეს არის ერთ- ერთი ყველაზე უფრო მწვავე საკითხი როგორც ქალებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული და ეს პრობლემაა როგორც ინდივიდებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქალების ჩაურთველობის შედეგად ქვეყანა კარგავს სერიოზულ მატერიალური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური მოწყვლადობა არის ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი ძალადობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ