ესპანური მედია კილიან “რეალის” ახალწვეულის კილიან მბაპეს ცუდ ასპარეზობაზე წერს და აღნიშნავს, რომ გუნდში ფრანგით ძალიან იმედგაცრუებულნი არიან.
Relevo-ს ცნობით, ის კლუბის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თავის ტკივილად და მთავარ პრობლემად იქცა. საქმე იმაშია, რომ 25 წლის ვარსკვლავი 9 ნომრის პოზიციაზე და ფორვარდად თამაშობს, მაგრამ Diario Sport-ის მტკიცებით მას ასპარეზობა ვინისიუსის ადგილას ფლანგზე უნდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე მსგავსი ვარაუდი “ბლანკოსის” ლეგენდარულმა ფორვარდმა კარიმ ბენზემემაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ კილიანი მე-9 ნომრად ვერ ითამაშებდა და მისი ადგილი მხოლოდ ფლანგზე იყო.
კიდევ
ერთი ფრანგი ლეგენდარული ფორვარდი ტიერი ანრი მბაპეს ურჩევს, რომ ცენტრ ფორვარდად თამაში ისწავლოს და ამ პოზიციას შეეგუოს.
ახლა გუნდი მისით იმედგაცრუებულია, მაგრამ მას შანსი და დრო უნდა მისცენ. ანრი აღნიშნავს, რომ მის თანამემამულეს რწმენა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი უნდა გაუმძაფრდეს.
შეხსენებისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “რეალის” ფორმა 14 შეხვედრაში მოირგო და 7 გოლი გაიტანა.