ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ინდიანა პეისერსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 118:111 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო.
გოგამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 10 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბენედიქტ მატურინი გახდა, კანადელმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
“ორლანდოდან” ფრანც ვაგნერმა 28 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო” 3 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მორიგ შეხვედრას 9 ნოემბერს, “ნიუ-ორლეან პელიკანსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ინდიანა” 4 მოგებითა და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, “პეისერსი” 9 ნოემბერს, “შარლოტ ჰორნეტსს” დაუპირისპირდება.