ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია – რა შეიცვლება საქართველოსა და მსოფლიოსთვის
არსებობს თუ არა კომპრომისის შანსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ვინ წავა დათმობაზე
“პარლამენტის შეკრების დღეს უმიზნებენ” – რა გეგმა აქვს ოპოზიციას
* * *
-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია – რა შეიცვლება საქართველოსა და მსოფლიოსთვის
“წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, სენატორი ჯეი დი ვენსი ამერიკის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება – ამის შესახებ ინფორმაციას “ფოქს ნიუსი” ავრცელებს. “რესპუბლიკელები” თვლიან, რომ ეს არის აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნება. რისი შეცვლა შეუძლია ტრამპს მსოფლიოსა და საქართველოში ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი ფლორიდაში, საკუთარ მხადამჭერებთან უკვე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება. “ვაპირებთ განკურნებაში დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენს საზღვრებს გამოვასწორებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. უკვე ნათელია, რომ ჩვენ ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გამარჯვებას მივაღწევთ”, – განაცხადა ტრამპმა. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მისთვის პატივია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია – რა შეიცვლება საქართველოსა და მსოფლიოსთვის.
“მე თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის ვიბრძოლებ. თქვენთვის ყოველდღე ვიბრძოლებ. ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება”, – აღნიშნა ტრამპმა. ამავე შეკრებაზე აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ “აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოქმეები გავხდით”. ვენსმა დონალდ ტრამპს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად “ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდებულ ეკონომიკურ დაბრუნებას უხელმძღვანელებს”. კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკის მხრივ სამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ტრამპი, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ში მშიდობას უზრუნველყოფს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩემი აზრით, ტრამპი ს მხადაჭერას ჯერჯერობით გააგრძელებს და შესაძლოა მისი მხადაჭერა უფრო გაძლიერდეს. ალბათ, ის შემოიღებს ე.წ. შერჩევით საგარეო პოლიტიკას და შეეცდება შიდა პოლიტიკური პროცესების პირობების შექმნას, რათა გააუმჯობებსოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მოახდინოს სოციალური პრობლემების მოგვარება და გადაწყვვიტოს არალეგალური მიგრანტების საკითხი, რაც ასე მწვავედ დგას ამერიკის წინაშე. ვფიქრობ, ის სამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული: ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა, აღმოსავლეთ პრობლემა და რა თქმა უნდა, უკრაინის ომის თემა. ვერ გეტყვით ზუსტად რას გააკეთებს, ვინაიდან ის ზოგადად ლაპარაკობდა და კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია. სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს და დროებითი ზავის თემას განსაზღვრავენ. ალბათ, ტრამპს ეს აქვს გადაწყვეტილი. მას წინასაარაჩევნოდ ძირითადად ქვეყნის შიდა საკითხებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. ამიტომ რთულია განვსაზღვროთ, ზუსტად რას აპირებს პოლიტიკის საგარეო მიმართულებით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“საქართველოსთან მიმართებაში მე არავითარი მოლოდინები არ მაქვს, რადგან “რესპუბლიკელებმა” მთლიანად დაიკავეს, როგორც ქვედა, ისე ზედა პალატა. ფაქტობრივად, იქ მონოპოლიაა და რაც მთავარია, ერთ-ერთი “რესპუბლიკელი” კონგრესმენი, რომელსაც ტრამპთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და გამორიცხული არაა რაიმე თანამდებობაც დაიკავოს, მას რომ მოუსმინოთ “ქართული ოცნების” მმართველობით აღფრთოვანებული არაა. ასე რომ, ჩემი აზრით, ის პოლიტიკა, რაც დღეს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში აქვს, უცვლელი დარჩება”, – დაასკვნის მაისაია.
“ტრამპმა თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში არაერთხელ თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მყისიერად დასრულდება უკრაინაში ომი და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ვნახეთ, რომ ზელენსკისთან მას კონსულტაციები ჰქონდა და თუ მანამდე უკრაინის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის გარკვეული პირადი გაუგებრობები იყო, ბოლოს უკვე დასტაბილურდა. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ეს სამშვიდობო ხელშეკრულება, ყველაფერი მომლაპარაკებელთა პროფესიონალიზმზე და მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მეორე არანაკლებ ცხელ წერტილს პლანეტაზე, ახლო აღმოსავლეთს, აქაც ტრამპის დაპირებებია, რომ ის დაასრულებს იმ ე.წ. ხანძარს, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის, ისრაელის კიდევ უფრო დაპირისპირება ირანთან. საერთაშორისო ურთიერობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ტრამპისეული ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები. საჯარო განცხადებებიდან აქაც ვიცით, რომ სატარიფო-სავაჭრო ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, რათა ამერიკის ინტერესები უწინარესად გათვალისწინებული იყოს სავაჭრო ხელშეკრულებებში. აქედან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციას საკმაოდ კომპლექსური საგარეო პოლიტიკა ელის წინ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სამართლიანად გაუხარდა ტრამპის გამარჯვება, რადგან ტრამპი ფასეულობებზე გალაშქრებას დაასრულებს და ე.წ. ვოუქიზმის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ლგბტ პროპაგანდის ნაძალადევად თავს მოხვევას. ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების პატივისცემა, რომ “რესპუბლიკელების” მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამას “ქართული ოცნება” დაეთანხმება. რაც შეეხება ურთიერთობის გადატვირთვას, აქაც ბევრი რამეა პერსპექტივაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადახედვა/გადატვირთვაში. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ვაშინგტონიდან ცალკეულმა პირებმა დააზიანეს, მათ შორის ჰელსინკის კომისიიდან. შესაბამისად, ის ზეწოლა, რაც საქართველოზე ე.წ. რუსული კანონის გაუქმებაზე, სავარაუდოდ, გაქრება, რამეთუ კონგრესის ორივე პალატაში “რესპუბლიკელებმა” მოიპოვეს უმრავლესობა”, – მიიჩნევს გია აბაშიძე.
არსებობს თუ არა კომპრომისის შანსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ვინ წავა დათმობაზე
“ოპოზიცია ს შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. შედეგების გასაპროტესტებლად საკუთარ მხადამჭერებთან ერთად ქუჩაში გადიან და ამბობენ, რომ ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. “ქართული ოცნება” კი ფიქრობს, რომ რამდენიმე ხანში ოპოზიცია პარლამენტში შევა. ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. “მე მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შანსი, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, “ოცნება” არ აპირებს აღიაროს არჩევნების გაყალბება და უკან გადადგას ნაბიჯი”, – განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. “ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა. ახლა მაგათ დასავლეთიდან მიღებული ფულები აქვთ შეჭმული, ამიტომ რამენაირად უნდა ირბინონ ზემოთ-ქვემოთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არსებობს თუ არა კომპრომისის შანსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ვინ წავა დათმობაზე.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს. “უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი, რუსთაველის გამზირის ჩათვლით. ჩვენ ერთმანეთს მივეცით პირობა. ამის უკან დგას არა მხოლოდ პოლიტკური მიზანი, არამედ ადამიანური, მორალური ვალდებულება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საკუთარი შვილები არ გავზარდოთ. იმიტომ, რომ ეს არის დეგრადაციის გზა, რომელზეც უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა, მათმა შვილებმაც კი. ამიტომ გამარჯვება გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დავიბრუნოთ, თქვენი მეშვეობით. ჩვენ არ ვართ დამარცხებულები, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ყოველდღე ერთმანეთს ეს უნდა ვუთხრათ. პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში. თავდაჯერებულობა არ დაკარგოს არავინ!”, – განაცხადა ნიკა მელიამ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა უნდა, მაგრამ მისივე თქმით, უკეთესიც იქნება თუ არ შევლენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, სინამდვილეში მათ პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ამაზე ოცნებობენ კიდეც და ეს ჩვენ გვაჩვენა წინა არჩევნების შედეგმაც. რა თქმა უნდა, მათ იგივე წრეზე სიარული უნდათ, მაგრამ მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება, არც პოლიტიკაში და არც სხვაგან”, – განაცხადა იონათამიშვილმა. ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის შესვლის საკითხი ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული. “ახლა ძალიან მცირე შანსი არსებობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რადგან ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას არ აღიარებს და აქედან გამომდინარე, დათმობაზე არ წავა. თუკი “ქართული ოცნება” დათმობაზე არ წავა, არც ოპოზიცია შევა. თუმცაღა, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მომავალ აქციებზე, პირველ რიგში თბილისში და საქართველოს სხვა რაგიონებში. ასევე, ბევრი რამეა დამოკიდებული დასავლეთის პოზიციასა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პოლიტიკაზე”, – ამბობს ჩიტაძე. რომლის თქმით, “ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში 2 თვის განმავლობაში რჩება, მაგრამ საინტერესოა დონალდ ტრამპი რა პოლიტიკას გაატარებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“მისთვისაც მიუღებელია “ქართული ოცნების” პოლიტიკა, თუნდაც ჩინეთთან დაახლოების საკითხი, რადგან ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ის, რომ ჩინეთის გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური გავლენა მსოფლიოში შემცირდეს. ჯერ კიდევ მაშინ, ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივანმა ჩვენი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ ანაკლიის პორტს ჩინეთს დაუთმობდა, პრობლემები შეექმნებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გამორიცხული არაა, ტრამპი “ოცნების” მიმართ კიდევ უფრო რადიკალური იყოს. თუ მმართველი პარტიის გავლენა დასუსტდა, თუნდაც სანქციების შედეგად, შესაბამისად, შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ ამის შანსი შედარებით ნაკლებია. მე მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შანსი, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, “ოცნება” არ აპირებს აღიაროს არჩევნების გაყალბება და უკან გადადგას ნაბიჯი”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ოპოზიცია ხელფასებზე უარს ვერ იტყვის და რამდენიმე ხანში პარლამენტში შევა. “ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა. ახლა მაგათ დასავლეთიდან მიღებული ფულები აქვთ შეჭმული, ამიტომ რამენაირად უნდა ირბინონ ზემოთ-ქვემოთ. თუმცაღა ხალხს ვერანაირად შეკრებენ, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის სინამდვილეში რა და როგორ მოხდა. სულ მალე ნახავთ თქვენ, ახალ წლამდე, თუ როგორ შევლენ. რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას, მაგათ ძალიან დიდი ხელფასები აქვთ და ვერანაირად შეელევიან. გახსოვთ ქართული ფილმი “არაჩვეულებრივი გამოფენა”? მანდ აგული, რომ ეუბნება მამამის, პიპინია ერისთავს, “შენ არ იყავი პიპინია პორტატურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო”? ისევე იქნებიან ესენიც”, – მიიჩნევს ეგიშერ გვენეტაძე, რომლის თქმით, “მაგათ ხელფასებს, რომ დაანახებენ ისე გამოვარდებიან, ცხენებს კი არა თვითმფრინავებს გაასწრებენ პარლამენტთან”, – დასძენს გამოცემა.
“პარლამენტის შეკრების დღეს უმიზნებენ” – რა გეგმა აქვს ოპოზიციას
“ოპოზიცია 4 ნოემბერს დაანონსებულ გეგმას მიჰყვება და უკვე მეორე დღეა მათმა პროტესტმა სააპელაციო სასამართლოსთან გადაინაცვლა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლო დავები მიმდინარეობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები ყოველდღიური სახის იქნება და მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ისინი პარალელურად დავას სასამართლოებში აგრძელებენ. ხოლო თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებამ დამატებით იმედი მისცათ, რომ დავების გაგრძელებას აზრი აქვს და არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო. თუმცა, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ერთი ფეხი ქუჩაში აქვს, მეორე კი პარლამენტში. ხოლო ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ადვილი გამოსაცნობია საბოლოოდ ქუჩაზე რომ უარს იტყვიან. მათივე თქმით, ოპოზიციის აქციები იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ ერთი დაკრძალვის ხალხის მოგროვებასაც ვერ ახერხებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პარლამენტის შეკრების დღეს უმიზნებენ” – რა გეგმა აქვს ოპოზიციას.
“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ ბრძოლის მიზანი არჩევნების ნამდვილობის დადასტურებაა. “პროტესტი დღეს არის სასამართლოსთან, იმიტომ, რომ ბრძოლის კერა დღეს არის სასამართლო. ბრძოლა გრძელდება, ის იქნება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას, ამოცანაა, არჩევნების ნამდვილობა დადასტურდეს”, – აცხადებს ანა დოლიძე. “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე, პროტესტი იქნება სასამართლოსთან, თუმცა შემდგომ როგორი იქნება ნაბიჯები, ამას სხვა ლიდერებთან ერთად გადაწყვეტენ. “არავის არ აქვს ოპტიმისტური მოლოდინები, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს და სამართლიანი განაჩენი დადგება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. თბილისის მერი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს, რომლებიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგაა მიმართული, არანაირი ფასი არ აქვს. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, საბოლოოდ, საპარლამენტო მანდატებს გადაინაწილებენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი გი აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციის გეგმა ეს არის იაფფასიანი პერფომანსები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არაერთხელ უნახავს. შესაბამისად, პარლამენტის ე.წ. ბლოკირება, პიკეტირება, ალტერნატიული მთავრობები და ა.შ. ოპოზიციას არაერთხელ წარმოუდგენია, თუმცა რაც გამოუვიდათ ფაქტია, ხოლო იგივე მოხდება ახლაც. “არ ვიცი ამას თუ გეგმა ჰქვია და ამით აპირებენ რაღაცას, ფაქტი ერთია, რომ ამ სიცივეში ხალხს აღმა-დაღმა დაატარებენ. რუსთაველზე ორჯერ დაიბარეს ხალხი და წესიერად არ გააგებინეს რეალურად რა გეგმა აქვთ. ფაქტია, დაბნეულობა თავად ოპოზიციურ ლიდერებშიც არის. უფორ მეტიც, დაპირისპირებაც კი, რადგან ვნახეთ, რომ სცენაზე არ ავიდა , რომელსაც კარვების იდეა დაუწუნეს”, – ამბობს აბაშიძე, რომლის თქმით, “გვარამიაც ხვდება, რომ ოპოზიციის გეგმა არის სისულელე და მათთან ადაპტირება აღარ უნდა. იგვეს ხვდება გახარია, რომლიც საერთოდ ამ ლიდერებთან ერთად არსად არ ჩნდება. მათგან მაქსიმალურ დისტანციას ინარჩუნებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ახლა აქვთ ბოლო ფაზა, რომ რაიმეში მაინც დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩევლები, რომ სერიოზული ლიდერები არიან. არადა, ამ დროს ლუზერები, უნიათო პოლიტიკანები არიან. უამრავი მაგალითია იმის თუ როგორ ჩაფლავდნენ, თან არაერთხელ. ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი არასდროს გასვლიათ, ახლაც ასე მოხდება. ივლიან ასე ქუჩა-ქუჩა და ის ხალხიც შემოეძარცვებათ, რომლებიც ახლაც თითო-ოროლა გამოდის გარეთ… როგორც ჩანს, მაინც პარლამენტის შეკრების დღეს უმიზნებენ და ალბათ იქაც რაღაცა საბოტაჟის და დესტრუქციის მცდელობა ექნებათ. ე.წ. ბლოკირებას, დაბოქლომებას, ეცდებიან ხმაურის გამოწვევას, ეს კი მაინც არ ასახავს საზოგადოების უმრავლესობის განწყობებს. ეს იქნება მხოლოდ რაღაცა სურათის შესაქმნელად, რომ აი, პარლამენტს შეკრების უფლებას არ აძლევენ. ასეთი მცდელობები არაერთხელ გვინახია, მაგრამ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა, შესაბამისად, არაფერი ისეთი არ იქნება, რაც არ გვინახია. პარლამენტის სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდება და ესენი ვერაფერს გააკეთებენ. ბოლოს კი თავადაც კარგად შევლენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.