სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება

სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება.
როგორც საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, ჯერ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადასულა.
„ისევ გრძელდება სასამართლო პროცესი. ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადავსულვართ“, – წერს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”