ვოლოდიმირ ზელენსკი – შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან – შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ თანამშრომლობა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას ისტორიული გამარჯვება მივულოცე. ეს შედეგი შესაძლებელი გახადა მისმა უზარმაზარმა კამპანიამ. ვაფასებ მის ოჯახს და გუნდს დიდი შრომისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, დონალდ ტრამპთან დიალოგის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა.
„შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად, რუსულ მატარებელს დაესხნენ თავს, რომელითაც საწვავი მასალები გადაჰქონდა (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ