ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ნოემბერს უნგრეთში ჩავა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

7 ნოემბერს ზელენსკი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისიდან პირველად ეწვევა უნგრეთს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, ის ბუდაპეშტი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავა, რომელზეც იგი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – უნგრეთის – პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიიწვიეს.
“მადლობელი ვარ მოწვევისთვის. და განვიხილავთ ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე ახალ შესაძლებლობებს ყველა პარტნიორისთვის. იქნება რიგი შეხვედრები, რიგი შეთანხმებულობები ევროპულ ლიდერებთან,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ზელენსკი უნგრეთში ვიზიტით 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო