რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული მამუკა ხაზარაძე
მაგისტრი მოსამართლის წინაშე მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, მოსამართლის მიერ დასმული კითხვები უინტერესო იყო და ამის გაჟღერებას აზრი არ აქვს.
“საინტერესოა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ლიდერებს იბარებს და ამის პარალელურად, გამყალბებლები ქუჩაში დადიან” – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
კითხვის გაჟღერებას აზრი არ აქვს, არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ პროკურატურა იბარებს პოლიტიკურ ლიდერებს და ამდენი ხანი დამნაშავეები, გამყალბებლები, საჯაროდ იდენტიფიცირებული ხალხი დღეს არის ქუჩაში. აი ეს არის პრობლემა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება. ხალხის ხმებით მოპარულ შედგენილ პარლამენტს არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. (ტვპირველი)