ჟიგიმანტას პავილიონისი – მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი -სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე

მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი -სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომლებიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა!” , – წერს პავილიონისი.
გარდა ამისა, პავილიონისი საქართველოს შესახებ ევროპული ქვეყნებისა და ევროპარლამენტის 30 ლიდერის და წევრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერიცაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, არჩევნებში დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საერთაშორსო გამოძიების შექმნასა და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?