ჩელიაბინსკში ჩემი შვილიშვილები სასწავლებლად არ წავლენ – ვახტანგ იობაშვილი

“ჩელიაბინსკში ჩემი შვილიშვილები სასწავლებლად არ წავლენ. სჯობს, უსწავლელები დარჩნენ”, – ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე აცხადებს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. როგორც ვახტანგ იობაშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.
“ჩემზე კარგად, ჩემი ხნის კაცმა რომ რუსეთი იცოდეს, ძალიან მეეჭვება. ხომ ვიცხოვრეთ უკვე არა?! [რუსეთთან] რამდენიმეჯერ ერთი და იგივე ფილმი ხომ ვნახეთ?! რატომ მეორდება ეს სცენარი ყოველთვის? იმიტომ, რომ ისეთი პოლიტიკური ლიდერები გვყავს, რომლებიც ხალხს არ უსმენენ. რატომ არ მინდა რუსეთი? იმიტომ, რომ რუსეთი დღეს მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული, არასტაბილური ქვეყანაა. ჩელიაბინსკში ჩემი შვილიშვილები სასწავლებლად არ წავლენ. სჯობს, უსწავლელები დარჩნენ. ცივილიზაციაში უნდა წავიდნენ. ამიტომ ვუჭერ მე ევროპას მხარს. უკაცრავად, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას, რომ ამერიკა არ უჭერს მხარს ევროპას. მე მგონი, უჭერს. ვინ არ უჭერს მხარს? ცივილიზაციას არ დავუჭიროთ მხარი? მაშინ ისტორიიდან სულხან-საბა ორბელიანი, ყველა ის დიდი ქართველი, რომელიც მხარს ევროპას უჭერდა და ევროპაში მიდიოდა, ამოვიღოთ”, – აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირი მეტ კეთილდღეობას ნიშნავს.
‘მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, ხომ ნახა ყველამ თავისი თვალებით, რატომ არის კარგი ევროპა? იმით ჯობს ევროპა [რუსეთს], რომ ინჟინერ კაცს საბჭოთა კავშირში ხელფასი 120 მანეთი ჰქონდა , იმ ევროპაში 100 ათასობით ჰქონდათ. იცით რატომ? კარგად ცხოვრობდნენ, კარგად ცხოვრობენ. ევროპაში, ფაქტობრივად, სანავთობო ქვეყანაში, საწვავი ყველაზე ძვირი არის ნორვეგიაში. თვითონ არის მომპოვებელი და რატომ არის ყველაზე ძვირი? იმიტომ, რომ ძალიან მაღალი სოციალური ფონია”, – აღნიშნა მან.