ზახაროვა: გრეტა თუნბერგის მონაწილეობა ოპოზიციის აქციაში – დასავლეთის ჩარევაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ, საქართველოში ოპოზიციის აქციაში შვედი გარემოსდამცველის, გრეტა თუნბერგის მონაწილეობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ დასავლეთმა „თვითონ გამოავლინა თავისი ჩარევა საქართველოს საქმეებში“.
„ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, როგორ გაამჟღავნა დასავლეთმა თავისი თავი მტკივნეული ჩართულობით საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ირგვლივ არსებულ სიტუაციაში,” – თქვა მან „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბში ყოფნისას და დაამატა, რომ დასავლეთი საფრთხეს ხედავს იმაში, რომ საქართველო „დაადგა თავისი სუვერენიტეტის დაცვის გზას”.
4 ნოემბერს, თბილისში რუსთაველის გამზირზე მყოფმა თუნბერგმა, მხარი დაუჭირა საქართველოს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა