კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე მივიდა.
ხაზარაძის თქმით, ის აუცილებლად მოუყვება სასამართლოს იმას, რაც თვითონაც კარგად იციან – „როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“არჩევნები“.
„ჩემი სასამართლოში ყოფნა კი არ არის მნიშვნელოვანი, ამ სიყალბეში რომ მაღებინებენ მონაწილეობას, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რადგან ეს არც სასამართლოა და არც პროკურატურა გვყავს, რომელიც ობიექტურია. 3 წელი გავატარე ამ სივრცეში ყალბი ბრალდებებით და ბოლოს ისეთი რაღაც „გამოცხვეს“, რაზეც საერთოდ არ გვიმსჯელია…
მე კანონმორჩილი ვარ, რადგან დამიბარეს სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან, მე გამოვცხადდი. აუცილებლად მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან: როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“არჩევნები, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფას. სანამ ქართველი ხალხი არ მიხვდება, რომ საჯარო სექტორი, მოსამართლეები, პროკურორები ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ, რადგან ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება“,- გამაცხადა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“