ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ცხრა ლიდერს ესაუბრა, მათ შორის:
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს;
· ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს;
· პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას;
· მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს;
· პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოს;
· ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს;
· ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისის;
· ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ დე კროს;
· შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი, მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა, ასევე განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს “მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა” საქართველოსთან მიმართებით.
“მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს რუსეთის მიერ დემოკრატიისადმი მხარდაჭერლი გამოწვევები”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
კობახიძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!